
"უკრაინის კრიზისს აშშ–ის პრეზიდენტი ოთხშაბათს, ვაშინგტონში პრემიერ არსენ იაცენუკთან განიხილავს",– ამის შესახებ 9 მარტს აშშ–ის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების თანაშემწის მოადგილემ ტონი ბლინკენმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა იაცენუკი თეთრ სახლში მხარდაჭერის აღსანიშნავად მიიწვია. ოფიციალური მოსკოვის რეაქცია ამ შეხვედრის შესახებ ცნობას ამ დრომდე არ მოჰყოლია.