
"ამაზე მეტი სანქცია რა უნდა ქართულ ფეხურთს, როცა ასეთი ორი სახელოვანი კლუბი თამაშობს და იშლება?", – განაცხადა "ტორპედოს მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა, როცა ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რა სანქციები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუთაისის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს.
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პანორამა", რომელმაც სიუჟეტი მიუძღვნა ინციდენტს, კარგად ჩანს, რა ხდებოდა მოედანზე, ტრიბუნებსა და გასახდელში, სადაც "იმედის" კამერან რევაზ ძოძუაშვილის, გიორგი დემეტრაძისა და "დინამოს" პრეზიდენტს რომან ფიფიას საუბარიც გადაიღო. რომან ფიფია აცხადებს, რომ ამ ორი კლუბის შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე უნდა ჩატარდეს ხოლმე.