
რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თვითმფრინავს არმიანსკის რაიონში. ინციდენტის დამადასტურებელი ვიდეომასალა დღეს გასაჯაროვდა.
მსუბუქი საპატრულო თვითმფრინავი "Diamond" საზღვრის მეთვალყურეობის რეიდს ასრულებდა, როცა მას რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. თვითმფრინავი დაახლოებით ერთი კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.