
უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც ყირიმში განთავსებულ სამხედრო ნაწილებში მსახურობენ, დიდ ფულად ჯილდოს პირდებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნაწილებს 16 მარტამდე დატოვებენ.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედიაცენტრში იტყობინებიან. მათივე განცხადებით, ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსი სამხედროები ძალის გამოყენებით იმუქრებიან.