ეკონომიკის უწყება დაგეგმავს იმ ღონისძიებებს, თუ როგორ მოხდება ეტაპობრივად ეკონომიკური საქმიანობის გახსნა - ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ გვაქვს საკმაოდ კონკრეტული გეგმა ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს მთავრობას ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებიან

დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ზოგადო ეკონომიკური ტენდენციები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პარასკევს წარადგენს.

>>>

მთავრობამ დაადგინა შემთხვევები, როცა შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება

საქართველოს მთავრობა ადგენს იმ შემთხვევებს, როცა შესაბამისი ცნობის წარდგენის საფუძველზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება. მათ შორის ეს ეხება ექიმთან ვიზიტის საჭიროებას, კლინიკიდან პაციენტის გამოწერას და ასევე, საავადმყოფოებში მყოფი პირებისთვის სხვადასხვა ნივთების მიწოდების საჭიროებას.

>>>

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

>>>

ანგელა მერკელი - კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი ხალხისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხალხისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

>>>

ლევან რატიანი - კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს  დატოვებს.

>>>

სერგი კაპანაძე - „ევროპულმა საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიამ მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, რადგან მთავრობამ არ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს შექმნილი ვითარების გამო დაზარალებული ადამიანების დახმარებას.

კაპანაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ ემსახურება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას.

„ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, რადგან მთავრობამ არ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ ამ ეკონომიკური კრიზისის შედეგად; მთავრობამ არ წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს ეკონომიკის თავიდან ამოძრავებას; მან არ წარმოადგინა გეგმა, თუ რასთან მიმართებაში იქნება ეს შეზღუდვები; არ წარმოადგინა ინდიკატორები. რაც მთავარია, მთავრობის წარმომადგენელიც კი არ მოვიდა პარლამენტში, არც პრემიერ-მინისტრი, არც ჯანდაცვის მინისტრი და არც ერთ კითვას არ გასცეს პასუხი, რომელიც საზოგდოებას გააჩნია. მათ უბრალოდ მოითოვეს ვადის გაგრძელება და ამასთანავე, ძალაში ტოვებენ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით არის უაზრო და არ ემსახურება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ასეთი შეზღუდვები ყველამ კარგად იცის რა არის, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. მათ ისიც კი არ უნდათ, რომ პასუხი გასცენ საზოგადოებას ამ თემებთან დაკავშირებით და ამიტომ, ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე“, - განაცხადა კაპანაძემ.

რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 42 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 62 773-ს მიაღწია. ამასთან ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე 42 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 2924 შეადგინა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ 4891 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ირაკლი აბესაძე - ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის არა კარანტინში მყოფი პირების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, არამედ - ხელისუფლების მოქმედება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის არა კარანტინში მყოფი პირების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, არამედ - ხელისუფლების მოქმედება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულებისას. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა.

>>>

ლევან რატიანი - ვირუსის შემომტანი უმეტესწილად ახალგაზრდები არიან - ეს არის საზოგადოების უპასუხისმგებლობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით ვირუსის შემომტანი უმეტესწილად ახალგაზრდები არიან. ლევან რატიანი ამბობს, რომ ახლა რეანიმაციაში კვდება პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ოჯახის წევრის დაუდევრობის გამო გადაედო.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?