ანტიდისკრიმინაციული კანონი პუტინის დავალებაა. რუსეთი საქართველოში ივანიშვილის მორჩილი მთავრობის გამოყენებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციას აწყობს, - აცხადებს ილია ჭაჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პარლამენტის წევრებს, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა და მათ "ჭკუით ყოფნა" ურჩია.
კიევში, კრეშატნიკზე, ევრომაიდნის დროს დაღუპულ „ზეციურ ასეულის“ საპატივსაცემოდ მოწყობილი მსვლელობისას, მაიდნის დაცვის რაზმსა და ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა.
ექსტრემისტებმა, გორლოვკაში ქალაქის საბჭოს შენობა და მილიციის რაიონული განყოფილება დაიკავეს და იარაღის საწყობებს ცლიან.
30 აპრილს, 11:30 წუთზე თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობისა და ქუთაისში, მოქმედი პარლამენტის შენობის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდაა დაგეგმილი.
70 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი რენე კალანდია გარდაიცვალა.
"აფხაზეთის ხმას" ექსკლუზიურად მიაწოდეს დაახლოებით ერთი კვირის წინ სოხუმში გადაღებული ფოტოები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღიარა, რომ კრემლთან გადატვირთვის პოლიტიკამ კრახი განიცადა და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაცია უკრაინაში შემაშფოტებელი სიგნალი უნდა გახდეს ნატოსთვის.
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსექსუალი, სავარაუდოდ, დაჭრეს. - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას და ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი" ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის დაპირისპირება გრძელდება და განმარტავს, რატომ არ მივიდა მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დღეს, 2014 წლის თებერვალში.