სხალთის მთავარეპისკოპოსი: რუსეთი გერჩიოს ბატონად – ზნეობრივად ვერ გაგრყვნის

Image

„დასავლეთი ცდილობს, ქართველებს რუსეთი მტრის ხატად დაუსახოს და ამით თავის სოდომ–გომორში შეიტყუოს“, – ასე აფასებს სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი (აბულაძე) საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ.

 

19 ივნისი, 2013 წელი.

მთავარეპისკოპოსი „ფეისბუქის“ ერთ–ერთ დახურულ ჯგუფში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და ოთარ გელაშვილის ლექსს ურთავს, სადაც ევროპასა და აშშ–ს აკრიტიკებს, ხოლო რუსეთს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს.

„იმ ლოგიკით, რომლითაც თქვენ რუსებს გმობთ, დღეს თურქეთზე ზარბაზნები უნდა გქონდეთ მიშვერილი“; „თუკი რუსებს ტერიტორიების გამო გმობთ, მაშინ თურქებს რატომღა ჩახუტებიხართ და ბათუმი და თბილისი თურქებით წაგიბილწავთ?“, – წერს სხალთის მთავარეპისკოპოსი დახურულ გვერდზე „წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის განათლების ცენტრი“, სადაც 62.200–ზე მეტი წევრია.


გთავაზობთ სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიმართვას და თანდართულ ლექსს, რომელიც ოთარ გელაშვილს ეკუთვნის:


„პასუხად მათ, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის დედაეკლესიის მიერ გაწეული შრომა არ მოსწონს და ამბობენ-რატომ ერევა ეკლესია სახელმწიფო საქმეებშიო.


რა უნდათ ამ ადამიანებს? ეკლესია ნუ გვერევა საქმეშიო. როგორც ჩვენ მოგვეპრიანება, ისე უნდა დრო ვატაროთო. რყვნიდნენ და ყიდდენ საქართველოს და თურმე როგორ ბედავენ ხელის შეშლას. თუკი რუსებს ტერიტორიების გამო გმობთ, მაშინ თურქებს რატომღა ჩახუტებიხართ და ბათუმი და თბილისი თურქებით წაგიბილწავთ? თურქებს ხომ თითქმის ორჯერ მეტი ქართული მიწა აქვთ ოკუპირებული ვიდრე რუსებს? თუკი რუსებს იმიტომ გმობთ, რომ ეკლესიები და მონასტრები დაგვინგრიესო, მაშინ თურქებს რას ეტრფით, რომლებმაც საერთოდ გაანადგურეს თავიანთ მიტაცებულ ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოება და მილიონობით ქართველი გაჟლიტეს ქრისტიანები რატომ ხართო? იმ ლოგიკით, რომლითაც თქვენ რუსებს გმობთ, დღეს თურქეთზე ზარბაზნები უნდა გქონდეთ მიშვერილი.

რატომ იქცევით ასე? იმიტომ რომ: ჯერ ერთი თქვენი შეფები: ფრანკ-იუდო-მასონები ევრო-ამერიკა გავალებთ, რომ მართლმადიდებელი ერები ერთმანეთს წაკიდოთ და გადაამტეროთ, და მეორეც საკუთარი მუცლის გვრემა გაქვთ, რომ ვერ ყიდით თურქებზე, ჩინელებზე, ინდუსებზე და ათას გადამთიელზე საკუთარი სტომაქის და ჯიბის გასავსებად რუსების მიერ დაკავებულ აფხაზეთს და წკნავიხართ მსუქანი ლუკმა რომ დაგეკარგათ. ეს ცხვირმოუხოცავი ბოროტმოქმედი სამშობლოს გამყიდველი და გამრყვნელი ღლაპები როგორ ბედავენ საქართველოს დედა ეკლესიას შეეხონ.


თავისუფლება ღმერთშია და არა ნატოში ან რუსეთში. ბიბლია ამბობს „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით" (ფსალმუნი-28). ანუ, ძალას და მშვიდობას უფალი თავის ერს აძლევს. ჩვენ ძალაც ძალიან გვინდა და მშვიდობაც, მაგრამ არ გვინდა, რომ ღმერთის ერი ვიყოთ. აი ეს არის ჩვენი დრამა. წმიდა წერილი კი გვავალებს -
„ელესიასა შინა აკურთხევდით უფალსა".


მაგრამ თუ თქვენ ღმერთისგან მფარველობა არა გსურთ, მაშინ მოემზადეთ მონობისთვის. და თუ მონობა აგირჩევია, რაღა ევრო-ამერიკას ირჩევ ბატონად, სადაც სოდომური ცოდვები ცხოვრების წესადა აქვთ და ერთსქესიანი გათახსირება სახელმწიფო კანონმდებლობით დამტკიცებული, ინდიელები ხომ არა ხართ, რომ მოიხიბლოთ მაგათი ჭრელა-ჭრულებით. რა, გინდათ რომ შვილები ჰომოსექსუალისტები გაგეზარდოთ? თუ მაინდამაინც მონობა გინდათ, ისევ თქვენგან ნაგინები ე.წ. „უკულტურო" რუსეთი გერჩიოს ბატონად, რადგანაც ის ზნეობრივად ვერ გაგრყვნის.

 

ფიზიკური მონობა გერჩიოს ზნეობრივ მონობა-გათახსირებას. დავიცვათ ერთიანი საქართველო...


ეკლესიას რუსეთთან მეზობლური, კეთილგანწყობილი ურთიერთობა სურს და არა მონად ყოფნა. უნდა იცოდეთ, რომ საფრანგეთის პარლამენტის ქვემო პალატამ მიიღო კანონი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ-მათ ეს მოიწონეს. და როგორც გამოაცხადეს საფრანგეთის მოსახლეობის 63% იწონებს ამ კანონს. ასეა პრაქტიკულად მთელ ევროპასა და ამერიკაში. რომ გაიძახიან დასავლეთი დასავლეთიო, არ გვინდა ბატონებო სოდომ-გომორში ცხოვრება, მაგას ვაჟკაცური სიკვდილი ჯობია.


არ გაუშვებს უფალი და დედაღვთისმშობელი ივერიას სოდომ-გომორში, არ დასთმობს ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას, იმიტომ რომ, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს -„ცუდი საზოგადოებანი რყვნიან კეთილ ჩვევებს“, არ დაანებებს ივერიას გარყვნას, ბოლო დროინდელი მოვლენებიც ამის დადასტურებაა.


ბერძნებსაც აუწიოკებიათ ხოლმე საქართველოს სამხრეთი ნაწილი და ტერიტორიებიც წაურთმევიათ და დღეს ბერძნებს არავინ აგინებს და მტრობს. რატომ უნდა ვაგინოთ და ვუმტროთ რუსეთს (მოერევი კი?). კეთილგანწყობა ჯობია და მეზობლობა და ღვთის შეწევნით ყველაფერი დაბრუნდება. დასავლეთი ცდილობს რუსეთისაგან მტრის ხატი დაუხატოს ქართველებს და ამით თავის სოდომ-გომორში შეიტყუოს.


მართლმადიდებლების კანონია:- გიყვარდეთ მტერნი თქვენნი-ო. მართლმადიდებელს ეშმაკისა და საკუთარი თავის გარდა მტერი არა ყავს. მისი მტერი ეშმაკია. ჩვენ მტრებად არც ევროპა და ამერიკელები მიგვაჩნია, მტრად მიგვაჩნია ის ცოდვები რაც მათ კანონმდებლობის რანგში ყავთ აყვანილი. აი ეს არის ყველაზე საშიში. ადამიანს ფიზიკური ძალის კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ ცოდვების. არც რუსი არ უნდა გძულდეს და არც ევროპელი. უნდა გძულდეს ცოდვა. იმიტომ რომ ცოდვა მარადიული სიკვდილის მომტანია. ადამიანი ყველა ცოდვილია.

მაგრამ სანამ ადამიანი ცოდვას ცოდვად მიიჩნევს, მანამ არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანმა შეინანოს და გადარჩეს. მაგრამ თუ ადამიანი ცოდვას ცოდვად აღარ მიიჩნევს (მითუმეტეს ყველაზე უმძიმესს-სოდომის, ანუ მამათმავლობის და ლეზვიანკობის-ჰომოსექსუალისტობის და ინცესტის ცოდვებს) მაშინ ასეთი ადამიანი უკვე მისივე საკუთარი ნებით განწირულია დაღუპვისათვის.

 

სამწუხაროდ, ეს სიტუაციაა დღეს ევროპის ქვეყნებში-იქ ჰომოსექსუალიზმს და ინცესტს ცოდვად არა მარტო აღარ მიიჩნევენ, არამედ ყოველმხრივ ახალისებენ, პარლამენტით აკანონებენ და ამით ტრაბახობენ. აი, ამიტომ არის ძალზედ საშიში ევროპა.


„დღეს" დემოკრატიის" სრულდება წადილი
და დეგრადაცია მიდის სტანდარტული,
ტალახში გასვარეს ქართული მანდილი,
მტვერში გაათრიეს ღირსება ქართული.


დეკოლტე დასწია აწევამ "კულტურის,"
ურცხვი კურტუმები ასხედან ზნეობას,
ვნება დაიცხრო და ასტეხა კრუტუნი,
მამათმავალთა და მეძავთა "ევროპამ."


და რადგან ქვეყანას განაგებს შიპიტო,
ხოლო ამ შიპიტოს წარმართავს ჯამბაზი,
ნამდვილი გენია დამარხეს იმიტომ
და სამარხს დარაჯობს ენაბლუ ნაგაზი.


"ევროპა,ევროპა,"
შოუ და ბიზნესი,
გაპრანჭულ სიტყვებში ბუინობს ქადილი,
ქართული ღირსება შემორჩა სიზმრებში,
წარსულს მიააბრეს ქართული მანდილი.


2010 წელი, ოთარ გელაშვილი.“


აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქში“ არსებული დახურული ჯგუფის ანოტაციაში აღნიშნულია:

 

„წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის განათლების ცენტრი“ - ის
ჯგუფის წევრთა საყურადღებოდ


ძმებო და დებო, „წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის განათლების ცენტრი“ - ეს ჯგუფი შეიქმნა ზემო აჭარაში (ქედა, შუახევი, ხულო)- სხალთის ეპარქიაში- ქრისტიანული სარწმუნოების აღორძინების, ასევე, ჯავახეთში და ზესტაფონში არსებული ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების და ზესტაფონის წმ. ნინოს და წმ. ეკატერინეს საეკლესიო ბაგა- ბაღების მხარდასაჭერად.


გთხოვთ თავი შეიკავოთ ჯგუფში პოლიტიკური, არაეკლესიური და საზოგადოდ, ნებისმიერი ისეთი შინაარსის ინფორმაციის განთავსებისაგან, რომელიც ჯგუფის ზემოთ აღნიშნულ მიზნებს არ შეესაბამება“. 

 

spiridon.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !