
უკრაინის შსს-მ და არმიამ წარმატებით დაასრულა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც გამთენიისას, კიევის დროით 4:30-ზე დაიწყო. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა.
როგორც შს მინისტრი წერს, სლავიანსკი ტერორისტთა ბლოკპოსტებისგან გაწმმენდილია: „ყველა, ათივე ბლოკპოსტი აღებულია. ტყვედ არიან აყვანილი ბოევიკები. ერთ დაკავებულს უკრაინის კომპარტიის წევრობის დამადასტურებელი პარტბილეთი აღმოაჩნდა“, - წერს ავაკოვი.
ოპერაციის მიმდინარეობის ფარგლებში ტერორისტებმა ჩამოაგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი Ми-24, ერთი დაჭრილი პილოტი გადარჩა, ხოლო მეორე ვერტმფრენი, რომელიც უკვე ჩამოგდებულთან ერთად შეწყვილებულ რეჟიმში მუშაობდა, ბაზაზე დაბრუნდა.
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი უკრაინელი პილოტის ფოტო: