
„ინფორმაციული წინააღმდეგობის“ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი ტიმჩუკი „ფეისბუქში“ წერს, რომ სლავიანსკში ტერორისტებმა სასწრაფო წესით დაიბარეს რუსი ჟურნალისტები და ამზადებენ პროვოკაციას, რომლის მიზანი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამოწვევაა.
ტიმჩუკის ინფორმაციით, რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები სასწრაფოდ იკრიბებიან ქალაქის იმ ნაწილში, რომლებსაც ჯერაც სეპარატისტები აკონტროლებენ. ტიმჩუკის ინფორმაციით, უკრაინელი ძალოვნები ჯერჯერობით ვერ იძლევიან გარანტიას, რომ პროვოკაციის აღკვეთას შეძლებენ.