
"თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუში" ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას, ქვეყანაში 1 მაისის დასვენების დღედ გამოცხადების შესახებ და მას "მორიგ #ლეობას" უწოდებს.
შეგახსენებთ, სოციალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, რომ პირველი მაისი, შრომის საერთაშორისო დღე საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადდეს.
"მორიგი #ლეობა... 7 ნოემბერიც და საბჭოთა კონსტიტუციის დღეც აღადგინეთ!", - წერს კახა ბენდუქიძე.