
მოსკოვში მოქმედებს ეროტიკული სალონი-საპარიკმახერო მამაკაცებისთვის, სადაც კლინეტებს სრულიად შიშველი სტილისტი გოგონები ემსახურებიან.
სალონს გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც მითითებულია, რომ მომსახურებაში ინტიმი არ შედის და სალონი მუშაობს სრულ შესაბამისობაში რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან.
მომსახურების ჩამონათვალში შედის ისეთი პროგრამა, როგორიცაა, ვთქვათ, ლესბი-შოუ, ფოტოსესია შიშველ სტილისტებთან ერთად, ამავე დროს, არ იბლოკება საუბარი და ვთქვათ, მომსახურე პერსონალის დაპატიჟება რესტორანში, რომელსაც, როგორც წესი, სტილისტები დიდი ხალისით თანხმდებიან.
მომსახურებაში, რასაკვირველია, სათანადო თანხის გადახდის შემდეგ, შედის სალონის ექსკლუზიურად დაკეტვა და სხვადასხვა პროგრამა-წარმოდგენების შეკვეთა შიშველი სტილისტების მონაწილეობით.
სალონი მოსკოვში, მეტროს სადგურ „ბელორუსკაიასთან“ მდებარეობს. მიიღება ასევე შეკვეთები წინასწარ ჩაწერით.