გასული დღე-ღამის მანძილზე ევროპაში - იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, მარტის შემდეგ, ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა.
ჩინეთს არ აქვს ინფორმაცია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გენგ შუანგმა “როიტერსის“ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, როცა გავლენიანმა მედიასაშუალებამ გასულ კვირას დაწერა, რომ პეკინმა ფხენიანში სამედიცინო ჯგუფი გაგზავნა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, თუ ქვეყანას აქვს რესურსი, ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოხერხდება საზოგადოების ამა თუ იმ ფენის (კლასტერების )კონტროლი მით უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შიდა გავრცელების შეჩერება.
გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ საგანმანათლებლო აქცია გამართა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და ახლა სახლში შიმშილობენ.
საგანმანათლებლო აქციის დროს ჯაფარიძეს ხელში ეჭირა მუყაოს ნაჭერი, წარწერით: "6 დღე არ ვჭამ".
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა თანმიმდევრული იყო და მას რამდენიმე ეტაპი აქვს, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად აღდგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს, ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან, მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის კონფლიქტი მოხდა. მოვაჭრეების თქმით, პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.
მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გლობალურად 3003352 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 207000-ს აღემატება.
დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ექვს კვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.