50-მდე ადამიანი დაშავდა მოსკოვის მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევისას. მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი ხაზზე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, წინასწარი მონაცემებით არის მსხვერპლიც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მდებარე დადიანების კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღნიშნავენ.
გუშინ მთავარ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია და მისი თანამშრომლები დაკითხეს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე გუშინ დაიკითხა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს მნისვნელოვნად ვერ დაეხმარება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა ორი დღით აიკრძალა. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.
მიხეილ სააკაშვილი დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლების დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა ასეთი გაუაზრებელი ქმედება საქართველოს რეპუტაციას აზარალებს.
„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი სახე, გიორგი გაბუნია „მძიმე კაცთან“ თავის პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
"მესის სამოთხეს მივცემდი, რომ შემეძლოს, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ვიღაც იგებს იმას, რაც არ უნდა მოიგოს რაღაც მარკეტინგული გეგმის გამო",– აცხადებს მარადონა გუშინდელი ჩემპიონატის ანალიზისას (,,გარდიანი“).
ვერძი
მზად იყავით, გარშემო მყოფებმა შეიძლება პროვოკაცია მოგიწყონ ან ცრუ ინფორმაცია მოგაწოდონ. გააქტიურდებიან არაკეთილმოსურნეებიც. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განვლოთ ეს დღე.