-
2014-07-19 07:15
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი სამანტა პაუერი აცხადებს, რომ „ბოინგი“ დონბასში რაკეტა "SA-11"-ით ჩამოაგდეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი გასროლა გამოცდილი პერსონალის გარეშე მომხდარიყო.
„მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, რაკეტა "SA-11"-ით არის ჩამოგდებული, რომელიც სეპარატისტების კონტროლირებადი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან არის გასროლილი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სეპარატისტებს შეძლებოდათ ამგვარი ტექნიკის მართვა გამოცდილი პერსონალის გარეშე. ამიტომ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ რუსეთის პერსონალის მიერ მათი დახმარება." - აღნიშნა სამანტა პაუერმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14