
ბოევიკების მიერ გატაცებულმა და ამჯამად ვორონეჟის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ქალმა ნადეჟდა სავჩენკომ პრეზიდენტ პოროშენკოს წერილი გაუგზავნა, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
წერილში სავჩენკო ითხოვს, პრეზიდენტმა უკრაინას მიხედოს და აცხადებს, რომ მისთვის ძვირფასია მაიდანი და სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.
„მე გავუძლებ! თქვენ უკრაინას მიხედეთ და დაეხმარეთ. მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ, წინამორბედებთან შედარებით, ყველაფერი უკეთ გამოგივათ და ჩვენს მიწაზე მშვიდობა დაისადგურებს. თქვენ ამის შესაძლებლობები გაგაჩნიათ, მჯერა, რომ ამის სურვილიც გაქვთ და საჭირო სიბრძნეც. მე მჯერა მაიდნისა და ჩემი ხალხის გამარჯვების“, - წერს ნადეჟდა სავჩენკო.