-
2014-07-19 07:22
„რეაქციაში“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის ნაწილია, თუმცა, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
ექსპერტის თქმით, მას მიეცა საშუალება, პროკურატურის მიერ შედგენილი ოქმი ენახა, რითაც დგინდება, სად იყო გასროლილი ტყვიის მასრა და სხვა დეტალები.
"ქალაქის პროკურატურაში მომცეს საშუალება, რომ გავცნობოდი, წამეკითხა და გამეკეთებინა ამონაწერები, ოღონდ ქსეროასლი არა. ამ ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ წინა და უკანა მარცხენა ფანჯრები ღია იყო და ორივე სამზეური ჩამოწეული იყო.იარაღი იყო მარჯვენა ფეხის სიახლოვეს, ფეხებს შორის დაშორება 20 სანტიმეტრია, ხელი იყო გაშლილ მდგომარეობაში და შხეფები იქ არის, რომელიც მე სასექციოში ვნახე და შემდეგ უკვე შევავსეთ მანქანის დათვალიერებით,მასრა არის უკანა მხარეს მეორე და მესამე სავარძლებს შორის",- ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.