სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე 17 პაციენტის პასუხს დღეს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსზე გაგზავნილი 55 ტესტიდან 38-ზე უარყოფითი პასუხია. დღეს 17 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა.

>>>

დონალდ ტრამპი - ვირუსი გაქრება - ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც მან, სამშაბათს, თეთრ სახლში განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ვირუსი "გაქრება".

>>>

ნასა - დედამიწას ასტეროიდი დღეს ჩაუვლის

დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის. თითქმის 1.5 - კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52786 (1998 OR2) 1998 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწას დღეს თითქმის 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს. ნასა-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს სააგენტო თითქმის 20 წელია აკვირდება.

>>>

თეთრიწყაროში დღეს 170 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გუშინდელის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - აღნიშნულის შესახებ  თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ განაცხადა. როგორც ქორიძე განმარტავს, გუშინ მათ მხარეში ეპიდემიოლოგებმა მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს და დღეს უკვე, დაახლოებით, 170 ტესტის პასუხს ელოდებიან.

>>>

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მოთავსებული ოთხი პაციენტებიდან ორი თეთრიწყაროდან, ხოლო დედა-შვილი ე.წ. თბილისის კლასტერიდანაა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას კოვიდ 19-ის დიაგნოზის მქონე ოთხი ახალი პაციენტი დაემატა. ორი მათგანი თეთრიწყაროდან, ხოლო დედა-შვილი თბილისის ცნობილი კლასტერიდან არის.

>>>

"სუფთა სახლს" საქმიანობის უფლება აღუდგა

მთავრობის დადგენილების მიხედვით, "სუფთა სახლს" ეკონომიკური საქმიანობის უფლება აღუდგა.

>>>

პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

>>>

მარინა ეზუგბაია - ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 საკარანტინე სივრციდან, რომელთა შორის ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ერთია მოთავსებული, რომელიც ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517 გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !