გია ვოლსკი - დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება - რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს

Image

დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება. რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას საპარლამენტო დიალოგთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას და შესაბამისად, მასთან დიალოგი შეკრების პირველივე დღეს დასრულდება.

 

„ეს ვიდეოხიდი იყო, ეს არ არის ოფიციალური განცხადება და სიტყვამ მოიტანა, თავისი „კეთილი ნება“ გამოაჩინეს. სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ეს თემა გაცილებით უფრო რთულია, ვინაიდან პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა არ არსებობს. გინდა იმ საქციელიდან გამომდინარე, რასაც ბორდერიზაცია ჰქვია, ხალხის გატაცებები... თვითონ რუსეთის ფედერაციის განწყობა მხოლოდ ქართულ - რუსულ ურთიერთობებში არ არის ჩაკეტილი. მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დიალოგი დამთავრდება პირველივე დღეს, როგორც კი შევიკრიბებით. კოსაჩევმა ამ დიალოგთან დაკავშირებით თანამოაზრეებს გაუზიარა თავისი აზრი და პოზიტიურად ეცადა თავის წარმოჩენას. დიალოგი დიალოგისთვის ჩვენთვის ცოტა დამაზიანებელი იქნება და არამგონია, რომ სწორი ნაბიჯი იყოს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა Russia Today-ის მიერ ორგანიზებული ვიდეოხიდის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასა და საქართველოსთან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !