უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ცდილობს მიბაძოს საბჭოთა რეჟიმს და გაამართლოს თავისი აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

Image

რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც ერთი პირის მიერ იქნება მართული.

 

„ეს ემსახურება, რომ მიბაძონ საბჭოთა რეჟიმს, შექმნან გარე მტრის იმიჯი და გაამართლონ თავისი აგრესია ისეთი მეზობლების მიმართ, როგორიცაა საქართელო და უკრაინა, აწარმოონ ჰიბრიდული ომი კიდევ სხვა მრავალ სახელმწიფოსთან“,- დასძინა კულებამ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია უკვე მეორე მსოფლიო ომზე მეტი ხანია გრძელდება.

„ისტორიული ჭეშმარიტების უგულვებელყოფა და მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობით მანიპულირება გვაიძულებს გავიხსენოთ რა ხდებოდა ევროპაში 1930-იან წლებში. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა ვისწავლოთ“,-აღნიშნა კულებამ.

დღეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი გამარჯვების დღედ გამოცხადდა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !