-
2020-05-09 11:55
კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპმა შეხვედრა პანდემიაზე საუბრით დაიწყო.
„ჩვენ მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ეკონომიკა გვქონდა და აღვადგენთ“ , - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ამერიკელებს სურთ თავიანთი ქვეყანა, ცხოვრება და შესანიშნავი ეკონომიკა დაბრუნდეს.
„ვეყრდნობი იმას, რასაც ექიმები ამბობენ და ისინი ამბობენ, რომ ვირუსი გაქრება“,- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი წელს გაქრება. „გარკვეულ მომენტში კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან“,- აღნიშნა ტრამპმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვაქცინა ძალიან კარგი იქნება.