თვითმხილველთა ინფორმაციით, რესტორან „თავდურის“ დაცვისა და თანამშრომელთა გაღიზიანება ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მხრიდან ხმამაღლა და ხაზგასმით ვლადიმირ პუტინის სადღეგრძელოს წარმოთქმამ გამოიწვია.
ნოდარ ხადური ფინასთა მინისტრი აღარაა - ის სოფლის მეურნეობის მინისტრი ხდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ავრცელებენ. (განახლებულია) - რამდენიმე წუთის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვებ-გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა და ინფორმაცია არასწორია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე თავდაცვის სამისნიტროს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რაც უწყებამ ალეკო გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლება ცრუობს, როცა აცხადებს, თითქოს ჩვენ ქართველ ოფიცრებს უკრაინაში წასვლისკენ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცხრასაათიან "კურიერში" ჩართვის დროს განაცხადა.
უკრაინაში პრორუსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების იერიშის დროს დაღუპული ალეკო გრიგოლაშვილის ცხედარი საქართველოში ბატალიონ "აიდარის" უკრაინელმა მებრძოლებმა ჩამოაცილეს.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 21 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლის მონაწილეებიც უწყების განცხადებას გააპროტესტებენ და მინისტრ მინდია ჯანელიძის გადადგომას მოითხოვენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ალეკო გრიგოლაშვილთან დაკავშირებით "ფეისბუქით" გამოეხმაურა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალექსანდრე გრიგოლაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილით 08:20 საათზე ჩამოასვენეს.
მიხეილ სააკაშვილი მაიდანზე, უკრაინაში მებრძოლი გმირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
თვითმფრინავი, რომელსაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე ჯარისკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა ჩამოესვენებინა, უამინდობის გამო ერევანში დაჯდა.