
ამ დრომდე საავადმყოფოში რცება გვიან ღამით მუცელში დანის დარტყმით თანატოლის მიერ დაჭრილი 14 წლის მოზარდი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაჭრილია ასევე მეორე მოზარდი. მას დანა ფეხში დაარტყეს და პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 14-15 წლის ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ჩხუბის დროს ცივი იარაღი გამოიყენეს და ერთმანეთი დაჭრეს. ერთი არასრულწლოვანი მუცელში, ერთი კი ფეხში იყო დაჭრილი.