
ვიდეო, რომელიც ინდოეთშია გადაღებული, "ევრონიუსმა" გაავრცელა. მასზე აღბეჭდილია, როგორ გადაარჩინა მაიმუნმა მაიმუნი, როცა მას მაღალი ძაბვის დენმა დაარტყა და გონება დაკარგა. ამ პროცესს მატარებლების სადგურის ბაქანიდან უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. შემთხვევას ტელეფონებითაც იღებდნენ.