გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება. მისი თქმით, დაძაბულობა უნდა განიმუხტოს.
ანზორ მელიამ , რომელიც ოპოზიციის აქციაზე იმყოფება, განაცხადა, რომ ნიკა მელია ვაჟკაცია და ის გირაოს არ გადაიხდის.
"როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? მაგალითად, კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებაში, იმ ადამიანს რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, აუცილებლად გადაიხდიდა, გარეთ იქნებოდა და არ გადაიტანდა ამას სხვა იმაზე..." — განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ სანიკიძემ.
პარლამენტთან ოპოზიციის აქციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა - ანზორ მელია შეუერთდა. მისი თქმით, აქციის უცნობი მონაწილეები მიდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ, რომ ასეთი შვილი გაზარდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი , ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი- “ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით“
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "ქართული ოცნების" დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და მოქალაქეების პასუხისმგებლობამ შესაძლებლობა მისცათ კორონავირუსს გამკლავებოდნენ. მისივე განცხადებით, მთავრობამ ეს როგორც პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს მოახერხა.
"ქართული ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის აზრით, საერთაშორისო სანქციებზე საუბარი სრული ბოდვაა. მისივე განცხადებით, თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ სურს და მისი მიზანი თვითგვემაში ყოფნა და ციხეში მემუარების წერაა, ეს მისი არჩევანია.
გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ . „მსვლელობა თავისუფლებისთვის „ ასე უწოდებენი ისინი თავიანთ საპროტესტო მარშს.
პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო. როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიცია მარტის თვეში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.