„კურიერის“ შაბათის გამოშვების წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ეთერში გასვლისთანავე გადაცემის შესავალ ნაწილში თქვა, რომ სტუდიაში, საიდანაც ახლა საუბრობს, ყველაგერი დაყადაღებულია.
"არჩევანში" გამოსვლისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ წარმოებული საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
პოლიტოლოგი გია ნოდია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით დაწყებულ მოვლენებს ეხმიანება. "ფეისბუქზე" ის სტატუსს აქვეყნებს.
მერაბ კოსტავას საზოგადოება თავს ვალდებულად მიიჩნევს, გამოხატოს საკუთარი საზრისი ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ირგვლივ შექმნილ არც თუ მარტივ გარემოებასთან დაკავშირებით.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მხარდაჭერას უცხადებს „რუსთავი-2“-ს. თამარ ჩხეიძე „ფეისბუქზე“ წერს, რომ დევნა დღეს არ დაწყებულა.
რუსუდან გოცირიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანება და „ფეისბუქზე“ წერს:
ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე კიდევ ერთხელ ეხმიანება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ პროცესებს და წერს, რომ ქართველი ინტელექტუალები გასაჭირში აღმოჩნდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თავისუფალი მედიის სადარაჯოზე დგას.
„ინტერნიუსი-საქართველო“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, სადაც „რუსტავი-2“-ს მხარდაჭერას უცხადებს.
"ფეისბუქზე" კარგად ცნობილი ნუგზარ მეტრეველი ერთერთი მომხმარებელია, რომელიც ელვის სისწრაფით ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს, ოღონდ, ბევრისგან განსხვავებით, ის ამას ფოტოკოლაჟების მეშვეობით აკეთებს. ფოტოკოლაჟები სწრაფად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.