ოდესაში საქმიან ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მასთან ერთად ერთობლივი ბრიფინგიც გამართა, რომელიც უკრაინული ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
ტვ "როსია"-ს სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი, აწ უკვე წამყვანად აღზევებული ოლგა სკაბეევა, რომელიც ახალ გადაცემას "ვესტი.დოკ" უძღვება, გადაცემაში არ ერიდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი აგრესიის გამომჟღავნებას.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ტელერხ "როსიას" ეთერში ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიებისას არა ოთხი პიჯაკის, არამედ 2008 წლის ომის დაწყების, 2011 წელს ქუჩაში ხალხის დახოცვისა და ასობით პოლიტპატიმრის საქმეები უნდა გამოეძია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვერ დაესწრება უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" იტყობინება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. იქ განმარტეს, რომ პრემიერი ინფორმირებულია უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში შესული საკითხების შესახებ.
რუსეთის ტელეარხ "როსია"-ზე, რომელიც უშუალოდ კრემლის მიერ კონტროლდება, ახალ პროგრამაში "ვესტი.დოკ" გადაცემა მთლიანად მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა. "სააკაშვილის რვანახევარი ქალი" - ასეთი ირონიული წანამზღვარი გააკეთა გადაცემის წამყვანმა ოლგა სკაბეევამ, რომელმაც სტუდიაში მიწვეული ნინო ბურჯანაძე შემდეგი სიტყვებით წარადგინა: "ლეგენდარული ქართველი პოლიტიკოსი".
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც კარდენახელმა გელა გრიშენკომ ვენახი გაჩეხა, მას არ ეკუთვნის. ამასთან, გუბერნატორი აცხადებს, რომ გრიშენკო და დედამისი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან, ხოლო ნუნუ გრიშენკო გიორგი ღვინიაშვილს პარლამენტის სხდომაზეც ჰყავდა მიყვანილი.
უნგრეთის ქალაქ ეგერში, ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ფინალში გასვლა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.
ძალიან ეჩქარებოდა, ამიტომ დილით ადრე დააყენა მაღვიძარა. 6:00-ზე უკვე ფეხზე იდგა, ყავა დალია, ტანთ ჩაიცვა და ბინიდან გაერთ გამოვიდა.
გადაცემაში "არჩევანი", ენმ-ს წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა ოპონენტ ზვიად ძიძიგურს პარლამენტის კომიტეტის ხდომა გაახსენა, სადაც ენმ-მ კრიზიდან გამოსვლის გეგმა წარმოადგინა და პასუხად მიიღო: "ხომ იცით, ეს ქაღალდები სად უნდა გაიკეთოთ".