ვენეციის კომისიაში გაზეთ "კომუნისტის" ყოფილი რედაქტორი წარადგინეს

Image

გაზეთ "კომუნისტის" ყოფილი რედაქტორი, 1990 წლის მრავალპარტიულ არჩევნებზე კომუნისტური პარტიის სიით გასული დეპუტატი, 1990-99 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე ვენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილის ნაცვლად წარადგინეს. ინფორმაცია თეა წულუკიანმა დაადასტურა.

 

მინდია უგრეხელიძე ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამართლის პროფესორია.

 

მინდია უგრეხელიძის შვილი, პაპუნა უგრეხელიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს გაყიდვის შესახებ 29 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა სამართლებრივი ხარვეზების არსებობის მოტივით არ დაარეგისტრირა. შპს საქართველო 1 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააყადაღეს.

 

უგრეხელიძის მეუღლე, ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

 

თავად მინდია უგრეხელიძე 1986-88 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, 1983 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ, 1988-1990 წლებში რედაქტორობდა გაზეთ კომუნისტს.

 

1985-1987 წლებში მინდია უგრეხელიძემ საავტორო მონაწილეობა მიიღო რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მოდელის შემუშავებასა და წიგნად გამოცემაში. 1999-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !