-
2015-10-02 22:40
ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ და მის მიერ მოწოდებული ვიდეომასალა, რომელიც საინფორმაცია სააგენტო “თაიმერმა” გაავრცელა ე.წ. “ნარუშილოვკების” საქმეში ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი ფიგურირებს.
კახა კობიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროს ოპერატიული თანამშრომელი არ არის, შესაბამისად გამოძიებამ უნდა დაადგინოს სამინისტროს რომელმა მაღალჩინოსანმა გადასცა ივანიშვილის ახლო ნათესავს უწყების საიდუმლო ოპერატიული ბარათი.
კურიერის წყაროს ინფორმაციით კახა კობიაშვილი ამ დროისთვის ბანკი ქართუს ფაქტობრივი მმართველია.
თავად კობიაშვილმა კურიერს ინტერვიუზე უარი მოუცლელობის გამო უთხრა. სატელეფონო საუბრისას კი აცხადებს, რომ კადრებში ასახული თეთრ მაისურიანი მამაკაცი მას უბრალოდ გავს.