საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულია 359 ადამიანი. ინფორმაციას “როიტერი” თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მატარებლის ვაგონს, ზესტაფონის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მასში მყოფი შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
„შეიძლება არასასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ მაინც იმედს გაძლევთ იმისთვის, რომ ძალინ ბევრი ჯერჯერობით მაინც არ არის დაინფიცირებულები. დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია რომ დაემატა სამი ახალი პაციენტი, ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებული."-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ იცოდნენ მოსალოდნელი რისკის შესახებ და რომ მსოფლიოს მისი თავის დროზე შეჩერაბა შეეძლო.
თუ ვირუსს ხანძარივით გავრცელების საშუალებას მივცემთ, განსაკუთრებით კი მსოფლიოს მოწყვლად რეგიონებში, მან შესაძლოა, მილიონობით ადამიანი მოკლას, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
დღეს ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა. თითო გემზე სამი ათასი ტონა ხორბალი იყო განთავსებული. ბათუმის პორტში ხორბლის შემომტანი ორივე გემი უკვე დაიცალა.
კორონავირუსი არცისეთი საშიშია და რომ ზოგიერთ ადამიანს ის ისე ემართება და ამარცხებს , ვერც კი
ხვდება.