-
2020-03-20 11:07
„შეიძლება არასასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ მაინც იმედს გაძლევთ იმისთვის, რომ ძალინ ბევრი ჯერჯერობით მაინც არ არის დაინფიცირებულები. დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია რომ დაემატა სამი ახალი პაციენტი, ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებული."-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო, მძიმე შემთხვევებიც გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.