-
2020-03-24 12:28
ამ ეტაპზე კლინიკაში არის 60 პაციენტი, გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა, ტესტები უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაპორატორიაში. ჩვენთან სულ 6 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული- ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ 6 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენი ხუთის კი- სტაბილური.
„ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის მარნეულიდან, დინამიკით ცვლილების გარეშეა. ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიტალურ პარამეტრებს, ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა გვაქვს“- განაცხადა ლევან რატიანმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01