
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 24 მარტს კიდევ ერთი, მეცხრე პაციენტი დაეწერება.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ პირს დაუდგინდა. დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 66-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 320 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 235.