შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი, - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ.
დამნაშავეებმა ფინანსური თაღლითობის რამდენიმე ახალი ონლაინ მეთოდი შეიმუშავეს, იუწყება ინტერპოლი.
სერბი ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა.
მელბურნში საუკუნის წინ შექმნილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს, რათა დაადგინონ, რამდენად დაიცავს ვაქცინა აცრილებს კორონავირუსისგან. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთის დადანაშაულების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 7 340 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი“ ესპანეთში ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა, კორონავირუსის რაოდენობის მატების მიუხედავად, კრიზისულ ფაზაში არ შევიდეს- ამის შესახებ "დღის კურიერში" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.