
30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სააგენტოს ცნობით, თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი იქნება. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა კი +15, +17 გრადუსი იქნება.