ქვეყანის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული და ამისათვის მადლობას ვუხდი ყველა უწყების წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად და ორგანიზებულად მუშაობენ კორონავირუსთან საბძოლველად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ათონის მთის მონასტერში ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აშშ-ში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქუთაისიდან, ბოქსირებული განყოფილებიდან ჩართვის დროს მის მდგომარეობაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა. მარნეულში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც. ისინი ქალაქის მერთან, ზაურ დარგალისთან ერთად ადგილზე შექმნილ ვითარებას ეცნობიან.
კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ესპანეთში „კოვიდ-19“-ს ბოლო 24 საათში 838 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება-მეუფე იაკობმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა
ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა კორონავირუსს ემსხვერპლა. Daily Mail-ის ცნობით, 86 წლის პრინცესა ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი გახდა.
„მსოფლიო დიდ განსაცდელშია, თუმცა მწუხარება სიხარულით შეიცვლება“, - ამის შესახებ კათალიკოს-პატრიარქმა ბოდბეში განაცხადა,სადაც საკვირაკო წირვა ჩატარდა.