მანჰეტენის პორტში დღეს მცურავი ჰოსპიტალი შემოვიდა, რომელსაც ერთდროულად 1000 პაციენტის
მიღება შეუძლია.
ბათუმში მერვე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. მას უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ ვირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო.
საქართველოში კორონავირუსისგან 20 პაციენტი განიკურნა.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
"ვირუსი არავის ინდობს, არც მღვდელმთავარს."ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „აქედან უნდა მივხვდეთ, რომ დღეს ყველაზე დიდი მოწოდება არის სახლში დარჩენა“, - აღნიშნა მეუფემ.
მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს.ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
საქართველოში ხვალ, დილის 08:00 საათიდან სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ექიმი - ენდოკრინოლოგის თამარ საღრიშვილის რჩევები COVID-19 ის წინააღმდეგ: