
მელბურნში საუკუნის წინ შექმნილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს, რათა დაადგინონ, რამდენად დაიცავს ვაქცინა აცრილებს კორონავირუსისგან. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინფორმაციით, ვაქცინამ, რომელიც „ბეცეჟეს“ სახელითაა ცნობილი, შესაძლოა, ინფიცირებულებში დაავადება შეასუსტოს. მელბურნის ბავშვთა კვლევის ინსიტუტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიგელ ქურტისი მსოფლიოს კვლევით ორგანიზაციებს მოუწოდებს, კვლევაში აქტიურად ჩაერთონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.