როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა საზოგადოება ბრალს ყოველთვის მმართველ გუნდსა და მის მხარდამჭერებს სდებს.
ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უმრავლესობის რიგებს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა იგი საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის გამოსახატად ბავშვებს იყენებს, რადგან თავად ამის უნარი არ აქვთ.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაცია იწყებს ახალგაზრდულ კვირეულს სახელწოდებით - „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“.
"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე საჯარო უარს აცხადებს.
რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია ღია წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს.
2020 წლის საარჩვენო პროექტს, რომელიც ოპოზიციურმა ძალებმა თავად შეადგინეს, მათი პარტიების 30-მდე წევრმა მოაწერა ხელი. ისინი დოკუმენტის ეუთო-ს ოფისში გაგზავნას გეგმავენ.