
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უმრავლესობის რიგებს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა იგი საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება.
„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.