
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის გამოსახატად ბავშვებს იყენებს, რადგან თავად ამის უნარი არ აქვთ.
„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვეტყვით მათ. საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. ბუნებრივია, საყვედური ეთქმის „ნაცმოძრაობას“, რომლებიც ბავშვებს იფარებენ.
თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან, რაც უნდათ, რომ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან, ჩემგან მძიმე და საკადრის პასუხს მიიღებენ. ამიტომ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას. ესაა მათი სახე. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ. ტრანსფარანტები მაქვს მხედველობაში“ - განაცხადა კობახიძემ.