
რუსეთში, ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 32008-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში, რუსეთში ვირუსს 41 პაციენტი ემსხვერპლა და სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ 273 ადამიანი შეადგინა.