
რა აღიზიანებს ამომრჩეველს ხელისუფლების ქმედებებიდან
- 2014-06-04 11:16
ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი პრემიები, ბევრისთვის ჯერ კიდევ დაპირებად დარჩენილი სამართლიანობის აღდგენა, ბიუჯეტის ხარჯზე არამიზნობრივად, ხშირ შემთხვევაში სმა-ჭამაში დახარჯული ათასობით ლარი და პრობლემების არაღიარება, რომელზეც საზოგადოების ნაწილი მუდმივად საუბრობს (მაგალითად ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება)... ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაც ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლების გაღიზიანებას იწვევს.