-
2014-06-03 20:31
ბორჯომის პოლიციის უფროს ვაჟა ბერძენიშვილს ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში სდებენ ბრალს. აღნიშნულ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველი ამბობს გამოცემასთან საუბრისას, პოლიციის უფროსმა მისი მეგობარი ასფალტზე დააწვინა და თავი არტყმევინა. ამის მიზეზი კი ლიკანის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან ახლოს ლუდის დალევა გახდა.
როგორც თვითმხილველი ყვება, მათ პოლიციის უფროსმა შენიშვნა მისცა, ფორმა არ ეცვა, ვერ იცნეს და შეეპასუხნენ, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ ცემა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.
„გურიანიუსი“