მოძრაობა "2 ივნისი" განცხადებას ავრცელებს

Image

მოძრაობა "2 ივნისი" ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.

 

"მადლობას ვუხდით ყველა თანამოაზრეს, ვინც 2 ივნისს საქართველოს და უცხოეთის ქალაქებში გამართულ აქციებზე მხარი დაუჭირა ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას.

 

თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სამტრედიის ქუჩებში გამოსული ჩვენი თანამოქალაქეების მოთხოვნაა შეწყდეს სახელმწიფოს მიერ მარიხუანას მოხმარების გამო უდანაშაულო ადამიანების ციხეებში გამომწყვდევა, დევნა და შეურაცხყოფა. 2 ივნისის აქციებს გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლები.

 

მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 1 თვის ვადაში ახალი ნარკოსტრატეგიის სამუშაო ვარიანტის გამოქვეყნებას და მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ არაადეკვატური სასჯელების გაუქმებას შეპირდა.

 

მოძრაობა 2 ივნისის წევრები მოვითხოვთ დაუყოვნებლად გამოცხადდეს მორატორიუმი მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების სისხლის სამმართლებრივ დევნაზე და საქართველოს ხელისუფლებას ვაძლევთ ვადას ამ წლის შემოდგომამდე იმისთვის, რათა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ნარკოკანონმდებლობის ისეთი ცვლილებისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანურ დეკრიმინალიზაციას, რაც გულისხმობს მარიხუანას მოხმარებისა და პირადი მოხმარებისთვის შენახვის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის გაუქმებას და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმების დატოვებას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა მსგავს შემთხვევებში.

 

არგუმენტი, რომ ნარკოკანონმდებლობა გადასახედია კომპლექსურად და მარიხუანას სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან განყენებით განხილვა შეუძლებელია, კრიტიკას ვერ უძლებს. მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის არ არის საჭირო დამატებითი საბიუჯეტო ხარჯები, ვინაიდან მისი მომხმარებლები არ საჭიროებენ სახელმწიფოს მიერ სპეციალური სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნას. ხელისუფლების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მოძრაობა 2 ივნისი გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს მას კონკრეტული რეგულაციების შემუშავებაში და გაუზიაროს წლების განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.

 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოძრაობა 2 ივნისი შემოდგომიდან განაახლებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს."

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !