ილია მეორე - ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი, ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა, გამარჯვება მიიღწევა

Image

ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

 

ეპისტოლეში უწმინდესი განმარტავს, რომ ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინება და დაცემის შედეგია. „ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი. ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინებაა და დაცემის შედეგი.

მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე ამქვეყნად არ მოევლინა ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება, ყველა ცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი; მან მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენს პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღვთო მადლის შეძენა და სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება. მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე ნებისმიერი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის, ძველი აღთქმის წმინდანნიც.

აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას, სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ეს ჩვენს საგზლად იქცა ღვთის წინაშე. ამიტომაც, ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა. ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა“, - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !