
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის გუნდი გაფიცვას გეგმავს
- 2020-02-17 12:49
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის გუნდი გაფიცვას გეგმავს. ტელევიზიის
თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატის გაუქმება გადაწყვიტა. ჟურნალისტები მიიჩნევენ,
რომ არხის ახალი დირექტორი ამ გზით არასასურველი თანამშრომლების მოშორებასა და საინფორმაციო პოლიტიკის
შეცვლას ცდილობს.