
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები 15-მდე გაიზარდა
- 2020-03-09 10:50
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, 9 მარტის მდგომარეობით ვირუსი 15 ადამიანს აქვს. კარანტინის რეჟიმში სულ 141 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51 პაციენტი.