
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე, დაინფიცირებულთა კი - 550-მდე გაიზარდა, -
ამის შესახებ ქვეყნის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით „სი-ენ-ენი“ იუწყება.
აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,
შესაძლოა, ქვეყანაში ადამიანებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება აეკრძალოთ.
ვირუსი ქვეყნის 34 შტატსა და კოლუმბიის ოლქშია გავრცელებული.