
CNN-ის ცნობით, ჩინეთში 100 წლის კაცი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ჰქონდა დასმული, განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.
პაციენტი ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იყო. კორონავირუსის გარდა,
მის მდგომარეობას სხვა თანმხლები დაავადებები – ალცჰაიმერი, ჰიპერტენზია და გულის შეტევა ამძიმებდა, თუმცა მან
ვირუსი დაამარცხა.