
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, 9 მარტის მდგომარეობით ვირუსი 15 ადამიანს აქვს. კარანტინის რეჟიმში სულ 141 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51 პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთ-ერთ შემთხვევას კავშირი ჰქონდა მეოთხე პაციენტთან, რომელიც იტალიაში იყო. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა მას იტალიელებთან კონტაქტი.